new icn messageflickr-free-ic3d pan white
ინოვაციური გათამაშება კომპანია „ნატახტარისგან“ | by georgianbeer
Back to photostream

ინოვაციური გათამაშება კომპანია „ნატახტარისგან“

კომპანია „ნატახტარი“ აგრძელებს ტრადიციას და მომხმარებელს ინვოციურ გათამაშებას სთავაზობს. წლევანდელი წამახალისებელი გათამაშება 7 მაისიდან დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია, ადგილზე შეგიძლიათ გახსნათ ლუდი „ნატახტარის“ ნებისმიერი მოცულობის პეტის (პლასტმასის) შეფუთვა და თავსახურში მოთავსებულ კაფსულაში აღმოაჩინოთ 10, 20, 50, 100 ან 200 ლარიანი კუპიურა.

 

ასევე ყველა ზომის ბოთლში (0.5ლ შუშის ბოთლში, 1ლიტრიან, 2ლიტრიან და 2.5ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში) თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლაზერით დაბეჭდილი მომგებიანი თავსახურები: სუპერ პრიზი - 50 000 ლარი და 300 000 ცალი უფასო 0,5 ლიტრიანი შუშის ბოთლი ნატახტარი.

 

მნიშვნელოვანია, რომ „ნატახტარმა“, როგორც ქართული სპორტის და მათ შორის ფეხბურთის გულშემატკივარმა კომპანიამ წლევანდელი გათამაშება უკრაინაში გასამართ ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის - euro 2012 ფინალურ შეხვედრას დაუკავშირა. ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის გათამაშებაშია 4 ცალი საგზური Euro 2012 ფინალზე უკრაინაში (საგზურში, თამაშზე დასასწრები ბილეთების გარდა, შედის მგზავრობის, სასტუმროს ხარჯები და ასევე ჯიბის ფული)

 

14 views
0 faves
0 comments
Taken on April 29, 2010