პრესკონფერენცია კონკურსის #ქალაქიხასიათით შესახებ_24.09.19
#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი აიღო და კონკურსანტებს უკვე დღეიდან ელის. კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.

გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრეს.

პროექტის ორგანიზებას ჯეპრა უზრუნველყოფს.
41 photos · 22 views