new icn messageflickr-free-ic3d pan white
ნატო-ს კუთხე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში | by EUNATOgovge
Back to photostream

ნატო-ს კუთხე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრა გამართა და ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩიკაგოს სამიტისთვის გამართული ბოლო კონსულტაციების შესახებ ისაუბრა. როგორც გიორგი ბარამიძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო წარმატებული რეფორმების გამო კვლავაც იმსახურებს ნატოს მაღალ შეფასებას, რაც აისახება ნატო-ს საბოლოო კომუნიკეში და ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ეხვედრაზე გიორგი ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა ჩიკაგოში დაგეგმილი ნატოს სამიტის პარალელურად გასამართი შეხვედრების ფორმატებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო იქნება ერთადერთი პარტნიორი ქვეყანა, რომელიც არაწევრი ქვეყნებისთვის განკუთვნილ ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ვიცე პრემიერ-მინისტრმა შავი ზღვის უნივერსიტეტში ასევე, ნატოს კუთხე გახსნა.

39 views
0 faves
0 comments
Taken on May 15, 2012